Monday, January 29, 2007
დეჟავუ..
მომბეზრდა ყოველ დღე ერთი და იგივე
მაღვიძარა
მეზიზღება დილით ადგომა, მძულს
დილის პროცედურები
ყავა
საათი.... უი მეჩქარება!
და ჩქარი ნაბიჯით სამსაურისკენ
მუსიკა ყურებში, მთავარია არ დამავიწყდეს!
დიდი დაღმართი
გავივაკე
მერე კიბე
ფოიე
უი, ფოიემდე მოწმობა უნდა გავშალო და თვალებში ვაფეთო კარისკაცებს...
მერე ლიფტი
ფეხაკრებით გამოვდივარ მეხუთეზე
მე ხომ ისევ დავიგვიანე?!
ერთი კედელი გვყოფს უფროსის კაბინეტს
შედარებით წყნარად ვართ ჩვენც
მერე მთელი დღე არ წყდება დოკუმენტების და ხალხის მიმოსვლა
ზარი არ წყდება ტელეფონზე
მაინც ვაკაკუნებ მონოტორულად....
ექვსის ნახევარს მთელი ოთახი ელოდება
დოკუმენტები უნდა მოვიდეს
მერე შემოდის ის და ყოველ დღე ერთი და იგივე ტექსტით - გაამაარჯოობათ გოოგოებოოო! აააბა როგორ ხართ?
- გამარჯობათ ბატონო X, კარგად ვართ, თავად როგორ ბრძანდებით?
- აააააარამიშაავს.
- ბატონო X ბევრია დღეს დოკუმენტები?
...
ამაზეა დამოკიდებული კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს სამსახურში დარჩენა...
წასასვლელად ჩქარა ვემზადები.
ძალიან მიყვარს ლიფტით პირველი სართულის ფოიეში რომ გამოვდივართ ყველანი ერთად, ან ზოგჯერ ცალკ-ცალკე...
”ნახვამდის, პაკა, ხვალამდე, შეხვედრამდე....”
მუსიკა აუცილებელია ყურებში
ვაკე რომ ჩათავდება აღმართი იწყება...
როგორც ყოველთვის ჩქარი ნაბიჯით მოვუყვები ჩემი ბავშვობის ქუჩას...
ათასი ფიქრები თავში.
მარა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მეორე დღეც ზუსტად ანალოგიური იქნება.
დე-ჟა-ვუ...
Friday, January 26, 2007
სიზმარი
პერიოდული დეპრესია
ერთი საათიანი, მეტი არა
ქაოსი ირგვლივ
და
დაქანცული გამოღვიძება......
კიდევ კარგი სიზმარი იყო, თუ არ იყო?
* * *
თვალები მეწვის
ფოკუსს ვერ ვიჭერ
ამღვრეულია და ჩასისხლიანებული
თავი დამძიმდა
მკლავი შევაშველე
თავი ჩამოვდე
თვალები დავხუჭე
ეგრევე ტვინში ავარდა სისხლი თვალებს მოაწვა და უარესად აიმღვრა..
მხოლოდ წამი გაგრძელდა
დახუჭული თვალები უფრო მაგრად დავხუჭე და გაიარა...
მერე ხსეულმა მოდუნება დაიწყო
ძილ-ღვიძილში სიზმარიც კი ვნახე
ლამაზი იყო
თუ მე მინდოდა ლამაზი რომ ყოფილიყო არ ვიცი
ყოველშემთხვევაში მესიამოვნა
გამიარა
თბილად ჩავიცვი
ყურებში მუსიკა ჩავრთე
და წავედი
ეგეც მსიამოვნებს
მუსიკა ყურებში
ცივი ნიავი
ნელი ნაბიჯით მივუყვები...
სადღაც
რა ვიცი
დიდხანს ვიარე
მივხვდი უკვე ვიყინებოდი და უკან დავბრუნდი
სითბოა სახლში
ისეთი რომ ძილი მომინდა
ტანსაცმლიანი
ჰორიზონტალური პოზა მიყვარს
სახით ქვემოთ
ფეხებიდან თავისკენ წამოვიდა სისხლი
ვიგრძენი კიდეც
ჭიანჭველებივით შეესია სხეულს
ნელ ნელა მოიწევდნენ ზემოთ და მთელ ტანში გაიშალნენ ..
როგორ დაწყნარდნენ აღარ გამიგია
მეძინა უკვე
* * *
Subscribe to:
Posts (Atom)