Thursday, December 04, 2008

4 დეკემბერი

დღეს ჩვენი დღეა!
დღეს 1 წელი გახდა რაც სულ ერთად ვართ და წუთით არ განვშორებივართ ერთმანეთს.
არა და მანამდე რა იყო?
არაფერი.
მერე მოვიდა და ცხოვრება შემივსო, აზრი მისცა და უფრო მშვენიერი გახადა.
დავდიოდით ერთად.
ვტკბებოდით ერთმანეთით.
ვნერვიულობდით.
განვიცდიდით.
გვენატრებოდა.
გვიყვარდა და გვეფიქრებოდა.
ეხლა?
ეხლა ასმაგად ვნერვიულობთ, განვიცდით, გვენატრება, გვიყვარს და გვეფიქრება.
ახლა უფრო დიდი აზრი აქვს ცხოვრებას.



ისტორია:
4 დღე ვგეგმავდით და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ ბაკურიანში წავიდოდით.
ნუ, წავიდოდით, მარა როგორ წავედი?!
იმ საღამოს გიო სახლში მოვიდა. იმ დროს როდესაც ყველა სახლშია. და ეს "ყველა" იცით რამდენია? 5 ოთახში სულ მცირე 3 კაცი რომ ზის, იმდენი ხოდა მოვიდა, მეთქი ეხლა ვერ წავალთ ყველა სახლშია თქო.
უფ, რას ვერ წავალთ, ისე პატიოსნად წავალთ როგორც მოვედიო.
მეთქი არა რა, ხვალ წავიდეთ.
არა, დღესო და მორჩაო!
მეთქი კაი.
მანამდე გამზადებული მაქვს ბოხჩა და აივნიდან გადავაგდე რომ არავის დაენახა.
მერე მივედით დედეაჩემთან და მეთქი ჩვენ ეხლა შარდენზე გავალთ და მალე მოვალთ. უკვე 10 ხდება. დედაჩემი გაგიჟდა, ამ შუაღამისას სად უნდა წახვიდეთო. მარა მაინც წავედით "შარდენზე"
რა შარდენი?
ტაქსი გველოდება ქვემოთ. ტაქსთან ერთად გიოს ძმაკაცი, გვირეკავს რას შვებითო, გაიყნა სანამ ჩავედით არადა 1-2 საათი მაინც იყო გიო ჩემთან.
მახსოვს შარშანდელი 4 დეკემბერი საკმაოდ სუსხიანი იყო. საწყალი ბიჭი!
მოკლედ წავედით.
ისე მარად ვიბოდიალეთ თბილისში იმ საღამოს. ჯერ დიდ დიღომში წავედით, იმდენი ხანი ვიყავით იქ, რომ დედაჩემმა რეკვები დაიწყო... უი, უი, უი, რა დამავიწყდა და ეს ბოხჩააკიდებული რომ გავედით მე და გიო ეზოდან ჩემი სიძე და და არ შეგვეჩეხენ მანქანით წინ?!
მეთქი დაგვენძრა, მარა ისე გაატარეს, ვითომ ის ბოხჩა სულაც არ დაუნახიათ
ხოდა სად გავჩერდი? ა, ხო, დიდ დიღომში რომ მივედით, იმაზე. ხოდა მივედით, ის გაყინული ბიჭი სახლში დავტოვეთ და მეორე გამოვიყვანეთ ცოლითურთ. მე არ ვიცნობდი, იმ საღამოს გავიცანი. თურმე ისინიც იმ სასტუმროში იყვნენ გაპარულები, სადაც ჩვენ ვაპირებდით ჩასვლას. ხოდა მოეწონათ აზრი და დაგვთანხმდნენ რომ ისინიც წამოგვყვებოდნენ ბაკურიანში და წავედით.
გზაში ტელეფონი გამოვრთე, მაგრად ვნერვიულობ. უკვე ვფიქრობ რომ სახლში დავბრუნდე და წესიერი, ცივილიზებული ფორმით გავაკეთო ის რასაც იმ წუთას არაცივილიზებულად ვაკეთებდი. მარა სად გინდა რომ წახვიდე? თბილისს ვართ გაცილებულები. ნუ ეხლა არც ეგ იქნებოდა პრობლემა, რომ დავბრუნებულიყავით, მარა ეს ხომ ჩემი სურვილიც იყო. ხოდა მეთქი, კტო ნი რისკუეტ ტოტ ნე პიოტ შამპანსკოე თქო და მობილური ჩავრთე
შენ მტერს რეკვები რომ ატყდა!
ვუსმინე, ვუსმინე, კაითქო და დავიკიდე!
ღამის 2 საათი იყო თუ მეტი არა, ზუსტად არ მახსოვს სასტუმროში რომ მივედით.
თბილად დაგვხვდნენ და მომეწონა!
მერე 3 დღის მანძილზე იმდენს გვაჭმევდნენ გასუქებლი ჩამოვედი თბილისში
მაგარი დღე იყო!

ხო და გილოცავ 1 წელიწადს, ჩემი გაძლება მოგცეს (შენრომარგჯერა იმ) უფალმა!
გკოცნი და გეხვევი და მიყვარხარ კიდე ასი წელი ძმაო!

19 comments:

  1. რა ლამაზად გიყვარს :)

    ReplyDelete
  2. სულ ასე და უფრო მეტად კიდევ უამრავი წელი =)))

    ReplyDelete
  3. Anonymous1:46 PM

    შენ უნდა გენახა ჩემი გადაბჟირება, ამასწინათ ნატოშამ რომ მითხრა - ეგენიო "გაიპარნენო".

    ცრემლი მდიოდა, მეთქი კე, მათ ასაკს ნაღდად შეეფერებოდა გაპარვა :დ :დ

    ReplyDelete
  4. ძალიან საყვარელი ხარ.. უცბათ იმხელა სითბოთი ავივსე......)))):2kiss:
    გილოცავთ რა თქმა უნდა... მშვენიერი დღე ყოფილა, აღნიშვნის ღირსია... თუ წელს ვერ მოახერხეთ პატარა ანგელოზის გამო... მომავალ წელს აღნიშნავთ... და გაიხსენებთ ასე თბილად, ძალიან დიდხანს - სიცოცხლის ბოლომდე.......)))) :love:

    ReplyDelete
  5. Anonymous3:36 AM

    ისე ლამაზად ყვები:))
    ასე მგონია, გიცნობ:)

    და ეს ერთი წელი – რამდენის მომცველია! პატარაც ამ წელში დაიბადა...
    ლამაზი ოჯახი გაქვთ. ბედნიერებას გისურვებთ!

    ReplyDelete
  6. მადლობა კეთილო ადამიანებო :)
    ანიკა, უტვინო კისი, ფე-მეილ, ქეთი დიდი მადლობა კეთილო ადამიანებო. თქვენც გისურვებთ დიდ ბედნიერებას!!!

    დოდ, შენი არ იყოს და ადრე თუ გავიგებდი რომ დიდი ასაკის ქალი გაიპარებოდა, ვიძახდი აწი ძილში გაპარვის დრო იყო თქო და მე დამემართა იგივე :ლოლ:

    ReplyDelete
  7. Zalian sayvareli istoriaa :)
    yvelaferi wesis da rigis mixedvit rom gageketebinat, aseti romantiuli da tkbili mogonebac ar dagrchebodat. yvelaferi spontanuri kargia :)
    genacvalet samives :)

    ReplyDelete
  8. გილოცავთ ორივეს და ასე გყვარებოდეთ ერთმენთი ძალიან ძალიან დიდხანს, ისე როგორ ზღაპრებშია: ... და ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს და ბედნიერად...

    ReplyDelete
  9. awww

    very sweet <3

    სულ სულ ასე გიყვარდეთ და გიხაროდეთ :*

    ReplyDelete
  10. yoveltvis roca shens blogs vkitxulob dadebitad vimuxtebi....gilocavt!!

    ReplyDelete
  11. Anonymous1:09 PM

    kide bevri da uamravi weli gagetarebinoT erTad, magram es gaparva mainc ra iyo a? :D

    ReplyDelete
  12. გაპარვა აღარ მიხსენოთ :D მაგას ისედაც დავცინი ჩემ თავს :D

    ჩემ ქმარს უფრო მაგრად უწერია თავის ბლოგში. აი პრიკოლი ისაა :D


    დიდი მადლობა ყველას :*

    ReplyDelete
  13. სემიჩკაა, სემიჩკა : )
    მმე ხომ ვიცოდი, რაც გქონდათ ჩაფიქრებული :ბოლი:
    და ჟაკეტიც ხომ მოგიტანე, არ გამიცივდე_თქო..
    :ლოვე:

    ReplyDelete
  14. ძალიან სახალისო ისტორია გადაგხდომიათ თავს :)

    ReplyDelete
  15. შემოგევლე მირა :)
    მიხარია ასე რომ ხარ...
    იბედნიერე შენ ოჯახთან ერთად :)

    ReplyDelete
  16. : )))

    გადავღიმილდი : )))

    :ც:ც:ც

    ReplyDelete
  17. ძალიან მიყვარხარ ბია.
    და გიოსაც უყვარხარ.
    და კარგია, რომ ეს დღე მუდამ შენთან იქნება. :****

    ReplyDelete
  18. ჰო.. დარჩება.. აქაურობაც ხშირად გამახსენებს მას და მისი ბლოგიც )))

    ReplyDelete
  19. მის ბლოგზე ხშირად შევდივარ ხოლმე. ვათვალიერებ, ვკითხულობ და ვფიქრობ მასზე.
    არადა საერთოდ არ მყავდა ნანახი. :(

    ReplyDelete