რამდენი ხანია რაღაცის დაწერა მინდა, ვკვდები ისე მინდა და როცა წერას ვიწყებ ყველა აზრი ერთად მიკვდება!
ვზივარ, ათას რაღაცაზე მეფიქრება,აზრებს თავს მოვუყრი მოვალ დავჯდები და ყველაფერი იფანტება, ჰაერში ორთქლდება..
ასე მგონია სამყაროს მოვწყდი და მარტო ვცხოვრობ დედამიწაზე და ჩემი აზრებიც სულ ერთია დაიწერება თუ არა...
ამის დაწერაც არ მინდოდა ეხა..წუხელ დაძინებისას ჩვეული პოზა რომ მივიღე საწოლში, თვალი რომ დავხუჭე და გავიფიქრე აი მორჩა, უნდა ჩამეძინოს მეთქი, ისეთი გენიალური ფრაზა გამახსენდა, კი არა და მომაგონდა რომ კინაღამ წამოვხტი და კომპი ჩავრთე... მაგრამ დამძიმებულმა ქუთუთოებმა მძლია და ხვალისთვის გადავდე ეს აზრი..დილით ჩავიწერ თქო ვიფიქრე მაგრამ რად გინდა, დილით გაღვიძებულმა სულ ვერ გავიხსენე რა გენიალური ფრაზით ვაწონებდი თავს საკუთარ თავს.
თუმცა დასაწერიც არაფერი მაქვს ისეთი.. ყველა დილა ერთმანეთს გავს, სამსახურში არ დამაგვაინდეს პრინციპით ფართხაფურთხით აბაზანის მიღება-ჩაცმა-წასვლა ნახევრად მძინარე სახით.. გზადაგზა მთქნარებით.. დიდი გზა არ მაქვს გასავლელი, სამსახურიც ახლოსაა, ამიტომ ყველა კენჭი ვიცი ჩემ ქუჩაზე სად გდია, კი არა და იმ გზაზე სადაც დავდივარ..
ესეც რომ არა, ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებას ვგულისხმობ, ისედაც ინტერესი მაქვს დაკარგული ყველაფრის მიმართ.. კითხვა მიყვარს, მაგრამ იმასაც ვერ ვკითხულობ ამ ბოლო დროს. დრო არ მრჩება საერთოდ.. ეხა მეტყვით აქ თუ წერ ე.ი. დროც გაქვსო,მაგრამ ასე არაა.. ეხა კითხვა რომ დავიწყო შეიძლება დაღლილობისგან ზედ ჩამომეძინოს და ვერცერთი ფრაზა ვერ გავიგო რა წერია წიგნში..
საქმე იმაშია რომ ჩემი შვილი ამჟამად სახლში არ იმყოფება, ბებია-ბაბუასთან არის სტუმრად. მე კი ვცდილობ დაკარგული დრო ისეთ რაღაცას დავუთმო რაც ამ წუთას ნამდვილად მესიამოვნება.
რაც მთავარია ყველანაირ ურთიერთობაზე უარი ვთქვი! ასე მირჩევნია ამჟამად! არ მჭირდება დაძაბული ურთიერთობები და კიდევ სხვაზე ზედმეტად ფიქრი. ჩავკეტე გარშემო ყველაფერი და ჩავეკეტე სხვებსაც! ეხა მხოლოდ ორი საფიქრალი მაქვს. ერთი ჩემი შვილია, მისი მოვლა და მომავალი. მეორე.... მეორეს ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. ამ უკანასკნელს რომ მოვაგვარებ მერე თავიდან ბოლომდე მოვყვები როგორ შეიძლება გადარჩეს ადამიანი ჩემ მდგომარეობაში!
so, good luck to me! and you too :)
;>
ხანდახან დისტანცია ძალიან კარგია, მაგრამ სულ ჩაკეტვამ ჩათრევა იცის.
ReplyDeleteდღემდე მეშინია იგივე სიტუაციაში აღმოჩენის.
good luck :*
ისეთი ნაცნობი ამბავია ძილის წინ მოწონებული ფრაზის ჩაწერის გადადება, მგონია მოგიყევი და შენ დაწერე :))
ReplyDeleteხანდახან მეც მაქვს ხოლმე ასე ჩაკეტვის პერიოდები. აუცილებლად მოაგვარებ, მთავარია ძალიან მოინდომო... კარგ დღეებს გისურვებ! :)
:) მადლობა გოგოებო! იმედი მაქვს ყველაფერი კარგად გამოვა. თუმც არ ვარ მელანქოლიური, ანდაც პესიმისტი, უბრალოდ ასე მჭირდება, ასე ჭირდება ეხა ჩემ სიტუაციას!
ReplyDeleteთქვენც წარმატებებს გისურვებთ :*