Saturday, August 13, 2011

goodbye vacation!

ხვალ ჩემი შვებულების ბოლო დღეა..
ერთი თვე სამსახურიდან სრულ თავისუფლებაში გავატარე : )) მართალია დასვენების მაგივრად ძალიან დავიღალე, მაგრამ ღირდა მაინც! არავითარი სამსახური, არავითარი დოკუმენტი და არავითარი დაძაბულობა! რაც მთავარია 3 წიგნი წავიკითხე ამ 1 თვის მანძილზე. რამდენი ხანია ასე ერთიანად ამდენი წიგნი არ წამიკითხავს!!! სამოთხე იყო პირდაპირ! :))

შვებულება სოფელში გავატარე, დასავლეთში. ლამაზი სოფელი მაქვს, უზარმაზარი მთებით და უსიერი ტყეებით. სიგრილე და სუფთა ჰაერი გარანტირებული! :))) მიყვარს იქაურობა, მთელ ჩემ ბავშვობას მახსენებს ყოველი ხე და მთებში გამავალი საცალფეხო ბილიკი <3 br="">ჩვენი ლამაზი ეზო, ისეთი ლამაზი, მთელ სოფელში რომ არ მოიძებნება! სუფთა, დაბალი ბალახით და ხილის ხეებით. ხეებზე გაბმული ჰამაკებით და თბილი მოგონებებით! შუადღისას, როცა ბუნებაც ისვენებს, ჩავეყრებოდით ჰამაკებში წიგნებით ხელში და ვტკებოდი სიმშვიდით და საინტერესო რომანებით.. ეხა კიდევ 1 წელი უნდა ველოდო ამ საოცარ განცდას!

goodbye vacation!

5 comments:

  1. ეჰ მე საერთოდ ვერ მივდივარ შვებულებაში. ვარ ასე სამსახურში და ჰა. :(((

    კარგია სოფელი. თან აი ის ყველაფერი, რაც შენ აღწერე. ისე მომინდა. ზუგდიდში მინდა წასვლა, მაგრამ ჰა :(((

    ReplyDelete
  2. ვაიმე, ეგეთ დასვენებაზე ვოცნებობ ზუსტად :/

    ჰოდა, მიხარია რომ შენ მაინც დაისვენე ასე :)) და იქნებ კიდევ შევხვდეთ - ქეით, აბა შენს იმედზე ვართ :პ :პ

    ReplyDelete
  3. კი კი, აუცილებლად.
    ხელფასის დღემ ჩაიაროს და კი :დდ

    ReplyDelete
  4. რა ძნელია შვებულების მერე ყოველდღიურობაში დაბრუნება! მე გუშინ დამიმთავრდა და მოვიწყინე...
    ასეთი ლამაზი და მყუდრო სოფლები ისე მიყვარს :)

    ReplyDelete
  5. მეც მიყვარს სოფელსი დასვენება :))

    ReplyDelete