რაც თავი მახსოვს სულ ვეძებდი ღვთიურისა და ბუნების გენიალურ ნაზავს, რომელიც მთელი არსებით მეყვარებოდა. ვქმნიდი, ვაქანდაკებდი, ფიქრსა და ოცნებაში, სულს და სხეულს ვუხვეწდი სასურველს. მერე რეალურ ქაოსში ვეძებდი ჩემივე ოცნებით შექმნილ ქმნილებას.
გეძებდი, გნატრობდი, გელტვოდი ყოველ წამს. წამი წამში გადადიოდა, და ქმნიდა წუთს, წუთი საათს ავსებდა და საათი დღეს! დათვილი დროით მოვდიოდი მახსოვრობიდან დღემდე.
და აჰა გიპოვე... სულის ნაწილი და ჩემი გული ჭიაკოკონასავით აბრიალდადა და სიყვარულით ალმოდებული სული ცას აწვდა. მთელი არსებით, სულით და გულით მინდა ვიყვირო და ყველას გავაგებინო, რომ მე შენ “გიპოვე”
მე შენ მივყვარხარ დამიჯერე. შენ სწორედ ის ხარ დაბადებიდან, რომ შეგქმნა, ოცნებით ჩემმა სულმა თავის სულის ნაწილი. არ შეეჭვდე არც სხვას დაუჯერო დამერწმუნე ამდენი ხანი მხოლოდ შენ ერთს გეძებდა ჩემი სული.
ასწორებს რაღაცას რომ ეძებ და იპოვნი, ან საკუთარ თავს რომ დაარწმუნებ ვიპოვნეო, ამ დროს მტავარია არ გამოგეღვიძოს, თორემ მწკლარტე დეპრესია მოყვება ხოლმე :D
ReplyDeletep.s. ჩემი ბლოგის ბმული ჩაასწორე რა mroveli.wordpress.com :უსერა ბიძია:
დეპრესია ალბათ ვერ შემაწუხებს ))
ReplyDeleteარადეპრესიული ადამიანი ვარ.
მაგრამ ნამდვილად ასწორებს რაღაცას რომ იპოვნი. თუმცა პოვნას ემოციებისგან დაცლაც მოსდევს... ))
პ.ს. შენი ბლოგის ბმული ჩავასწორე ;)