Wednesday, November 24, 2010

me, myself and i

არ მახსოვს ჩემი თავი, რომელიც უსაქმურად ზის და სხვას (ანუ მშობლებს) შეჰყურებს ხელებში 1-2 ლარისთვის.. 17 წლიდან ვმუშაობ, პარალელურად დავამთავრე ტურიზმის მენეჯმენტიც, მაგრამ ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია.. ჩემ პროფესიას მხოლოდ ათასნაირი ტურების დროს ვიყენებდი საქართველოს სხვადასხვა მხარეში..
მიყვარს მოგზაურობა და ახალი ადგილების დაპყრობა.. ბუნებით ასეთი ვარ, მაგრამ ბოლოს სამსახური 7 წლის წინ გამოვიცვალე და ეხაც იქ ვმუშაობ საბუთებში თავჩარგული.. მიყვარს სამზარეულოში რაღაც ექსპერიმენტების ტარება.. მზადება მიყვარს სადილების.. ამჟამად 30 წლის ვარ, ყველა განურჩევლად სქესის, ასაკისა და წარმომავლობისა ბიას მეძახის.. მიყვარს ყველა..ბუნებით ძალიან ერთგული და ყველასთვის საყვარელი ადამიანი ვარ (ასე ამბობენ, თორე მე არ ვიცი რაც ვარ? ) არ მიყვარს როცა მკოცნიან.. ვერ ვიტან ზედმეტად ფამილარულ ადამიანებს.. ყველა მენდობა და ძალიან მომწონს როდესაც ჩემში ნამდვილ მეგობარს და მესაიდუმლეს აღმოაჩენენ.. მყავს უამრავი მეგობარი : ) თუმცა ძალიან ახლო სულ რამდენიმე : ) простая и душевная, ესეთიც გამიგია ჩემზე... ვერ ვიტან ტყუილს, შესაბამისად ვერასოდეს ვიტყუები.. ამის გამო ხშირად მოტყუებულიც კი ვრჩები.. : ) მიამიტიც ვარ.. ეგეც ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის... ცხოვრებაში სულ 2ჯერ მიყვარდა.. პირველად სკოლის ასაკში და მეორედ უკვე ჩემი მეუღლე : ) 27 წლის ასაკში გავთხოვდი.. 1 წლის თავზე გოგონა შეგვეძინა და კიდევ 1 წლის თავზე ყველა ოცნება თავზე ჩამომემსხვრა.. მეუღლე გარდამეცვალა.. ეხა მხოლოდ 2ნი ვართ..
ცხოვრება კი გრძელდება... : )



სულ ეს იყო მგონი... რავიცი..

11 comments:

  1. აი შენ ჩემთვის იმდენად ძვირფასი ადამიანი ხარ, რომ ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე. კაირადა ანუ როგორ შეიძლება ადამიანი ფორუმიდან ასე გიყვარდესმეთქი. ჯერ არტ-გენზე გაგიცანი, მერე მსნ იყო. მეუბნებოდი ვთხოვდები მალეო. მახსოვს შენი მობილური რომ ჩავიწერე, ეს იყო 2007 თუ 2008 წლის ზაფხული და ბათუმში რომ ვიყავით, გნახე კიდევაც. მეორე დღეს დაგირეკე, გონიოში ვარო და ვერ გნახე. მას შემდეგ ფორუმი, პოსტები, ბლოგები (ჩვენ-ჩვენი) და ისევ პოსტები.მერე "მზიურში" მახსოვხარ 1 ივნისს გაბერილი მუცლით რომ მოხვედი. თუმცა პირწიგნაკმა უფრო დაგვაახლოვა. მერე გიოს პანაშვიდზე ამოვედი. მერე ისევ ფბ, თორემ აბა ბლოგზე აღარ პოსტავდი. მერე ამა წლის 27 მარტს ერთად წავედით "ელვის"-ში და გამიხარდით ორივე. სურათები ეგრევე დავყარე ფბ-ზე. ადამიანი სურათებშიღა რჩება მხოლოდ (და ვიდეოში, თუ გადავიღეთ). ახლაც ისევ ისეა თითქოს ყველაფერი. ახლა იცი როგორ ვარ??? ვერ გნახულობ, მაგრამ მაინც ვნახულობ შენი და ნატალიას სურათებს, ვისმენ შენს მიერ დადებულ ვიდეოებს, გეხუმრები ჩემებურად, ზოგჯერ სხვისთვის გაუგებრად. მაგრამ მე ვიცი, რომ შენ გაიგებ ჩემს ხუმრობას, არ გეწყინება და გულთან ახლოს არ მიიტან. იუმორში გაატარებ. ძალიან ახლობელი ხარ ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ შენი გვარიც კი არ ვიცი. :))

    ReplyDelete
  2. ვაიმე ქეთ :მო: როგორ მიყვარხარ არ იცი!!! : )
    შენ იცი როგორი ხარ ჩემთვის, 100 წელი შეიძლება რომ არ მოიკითხო და მაინც უფრო და უფრო ძლიერად რომ გიყვარდება ის ადამიანი, აი ეგეთი <3
    შენგან იმხელა სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი და ვგრძნობ ყოველთვის... მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ! <3

    ***
    მადლობა ხატი :*

    ReplyDelete
  3. ძალიან საყვარელი ხარ და მიხარია, რომ შენ გიცნობ :* :* :* :* :* :*

    ReplyDelete
  4. მიყვარხააარ!!! <3
    მეც, მეც, მეც.. ))

    ReplyDelete
  5. მე ასე შორიდან <3
    ზუსტად მახსოვს საიდან გიპოვე, ჩემი გვარის გამო გამომელაპარაკე დოდკას ბლოგზე :)
    ჰოდა დიდ სითბოს ვგრძნობ, როცა აქ შემოვდივარ – შენსა თუ პატარას მიმართ :*

    ReplyDelete
  6. ASEt ტრაგიკულ პოსტებზე მეტირება ხოლმე

    ReplyDelete