Thursday, April 02, 2009

რევიუ-სავით

რა მაგარია, 100 წელია არ შემომიხედავს აქ და რა? არც არაფერი თითქოს...
სიტყვები არ გამომლევია, არც აზრები, უბრალოდ ძალიან დავიღალე. თან სამსახურში მთელი დღე კლავიატურას ვუკაკუნებ, მერე სახლში ჩემ პაწუკასაც ხომ უნდა მივხედო? მენატრება ხოლმე. ხოდა როცა იძინებს მე უკვე ძილის გარდა არაფრის თავი აღარ მაქვს, ასე რომ დიდი პარდონები!
არა და მინდა, აქაურობა არ მეზარება. აქაურობა და კინოები არ მეზარება... ჰმ, კაი აზრი მომივიდა ამ წუთას, რა ფილმებიც ვნახე, იმათ რევიუებს ჩამოვწერ შეძლებისდაგვარად.
მიყვარს ფილმები, ეგენიც არ მეზარება :D
ე.ი. დავაძრო ჩემი Muvie-ბის პაპკა :D
ტაკ!
1. Vicky Cristina Barcelona. მეგონა რაღაც ახალს აღმოვაჩენ მეთქი და არ ჩამეყარა ფეტვი ნაცარში?! საშინელება, ამაზე უარესს ვერაფერს ნახავთ მგონი. არა აზრი, არა შინაარსი, ერთი იდიოტი ექსპერიმენტატორი მხატვრის და რამდენიმე ქალის არატრადიციული ურთიერთობა. შტერობა!
ერთი პენელოპეს ვიხადკებზე ვიკაიფე მაგრად და ვსო!
2. Keith - ვისაც A Walk to Remember მოგწონთ ეს ფილმიც გაგისწორდებათ. ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი რომ თინეიჯერების ურთიერთობაა, რომელიც ბოლოც ტრაგიკულად მთავრდება.
3. Rachel Getting Married - ამ ფილმზე მაგრად ვიკაიფე. ნორმალური+ ფილმია. ალკოჰოლიკი დის ისტორია, რომელიც ცდილობს იყოს ყურადღების ცენტრში. მოფსიქოლოგიო ფილმია, თუ მოგწონთ ეგეთები ნახეთ.
4. Slumdog Millionaire ეს ყველას გექნებათ უკვე ნანახი, ასე რომ არაფერს არ ვიტყვი.

პროსტა ამ სცენაზე ვხოხავ!
5.The Women - ამ კინოში მატრო ქალები თამაშობენ, არანაირი კაცის ნასახი, დაჟე ხმაც კი არ ისმის მათი. მაგარი გადაწყვეტილებაა :D ისე ერთხელ საყურებლად მაგრად ასწორებს :)
6.The Boy in the Striped Pyjamas - უძლიერესი ფილმია, ძალიან მაგარი. სპოილერობას არ დავიწყებ, უბრალოდ ადექით და უყურეთ!



უჰ უჰ გავიქეცი, ნატუკა იღვიძებს.....

7 comments:

  1. ალბათ დაღლილზე უყურე ”Vicky Cristina Barcelona” თორემ აზრი როგორ ვერ აღმოაჩინე არ ვიცი

    ReplyDelete
  2. დიდად აზრი ვერც მე აღმოვაჩინე, მაგრამ ფილმი მომეწონა საკმაოდ. პენელოპას ვიხადკები მაგარია, ის კაცი არ მომეწონა არანაირად. თუმცა საოსკარე ფილმად ნამდვილად ვერ ჩავთვლი.
    მაგარი ნატალია გყავს მირა, ძალიან საყვარელიაა :)

    ReplyDelete
  3. მიირ,ბარსელონა არ მოგეწონა??
    არადა მეგონა მოგეწონებოდა :) სკარლეტი თამაშობს მაინც :))
    მე კიდევ ძალიანძალიან მომეწონა :უსერ:

    ReplyDelete
  4. Anonymous2:16 PM

    როგორ ხააააააააარ miramax მოგვენატრე რას გავს ეს... =((( rachel getting married-ს მე ვერ გავუგე რაღაც ბოლომდე ვერ მივყევი რავი... the women-ს არაუშავს ასწორებსავით მარა რათ გინდა ერთი ბიჭი მაინც ჩააკვეხეს ბოლოს ხო დაიბადა ბატარა... =))) უკაცოდ მაინც ვერ გაუშვეს... =)))

    ReplyDelete
  5. ვააა : )))
    მე კი ვარ ცოცხალი, კი
    თავად როგორ გიკითხოთ :)

    ReplyDelete
  6. Slumdog Millionaire -- Vaime es Momentii cudad gavxdi imdeni vicine, Dzalian Sayvareli bavshvia =))))))))))

    ReplyDelete