არ ვარ ცრუმორწმუნე, არც ვყოფილვარ.. უბრალოდ მაქვს რაღაც ნიშნები რომლებიც ჩემდა უნებურად ყურადღებას იქცევენ.. ეს ნიშნები შემდგომ ჩემი ქცევის ან მოვლენის წინამდევი ხდება ამიტომ ძალიან ვერიდები იმ ფაქტს რომელსაც მარილის დაბნევა ქვია.. და ბეჭედი, რომელიც სულ მიკეთია, ჯობია არ მოვიხსნა..
და კიდევ, ერთი მანქანა, აი სამსახურისკენ რომ მივდივარ, გზაში, ერთიდაიგივე ადგილას მხვდებოდა შინდისფერი კოკროჭინა,
ყოველთვის გაკრიალებული.. მისი პატრონი სულ ერთხელ მყავს ნანახი, ისიც ზურგიდან და აზრზე არ ვარ ვინაა და როგორია, მგონი სქესიც ვერ გავარკვიე მაშინ წესიერად.. დავინახავ თუ არა ამ პატარა შინდისფერ გაკრიალებულ მანქანას ძალიან მინდება მივიდე და ხელის გულით შევეხო.. დავინახავ და იდიოტივით ვუღიმი, თითქოს ძველი კეთილი ნაცნობი შემხვდა.. და რატომ ეს მანქანა? ერთ დღეს აღმოვაჩინე რომ ჩვეულ ადგილას არ იდგა, მეგონა პატრონმა დააგვიანა.. ან უბრალოდ შვებულებაში ან მივლინებაშია.. ის დღეები ძალიან მძიმე და გაუსაძლისი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის.. სულ უარყოფითი ამბები ხდებოდა გარშემო.. მესამე თუ მეოთხე დღეს დავინახე ჩვეულ ადგილას.. და იმ ამბებმაც ისე ჩაიარა ვითომ არ ყოფილა.. კიდევ რამდენიმე დღის მერე აღმოვაჩინე რომ ისევ არ დგას.. აი აქ უკვე დავეჭვდი და თვალებით დავიწყე ძებნა.. უნდა ავღნიშნო რომ საკმაოდ დიდი დაწესებულების საკმაოდ დიდ ავტოსადგომზე ვსაუბრობ..ბევრი ვეძებე ერთი, მეორე და მესამე დღეს დავინახე ადგილშეცვლილი! ვაჰ.. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა! : ))
ეხა ყოველ დღე მივდივარ იმ იმედრით რომ ის ისევ ადგილზე იდგება გაკრიალებული და ლამაზად გაიღიმებს ჩემ დანახვაზე))) რამდენჯერმე მომინდა პატრონისთვის, კი არა და მანქანისთვის წერილი მიმეწერა სამადლობელო.. დავაპირე კიდეც, ტექსტიც დავალაგე და გავაშალაშინე თავში, მაგრამ ფურცელზე არ გადამიტანია.. ვიცი დეგენერატული აზრები მაწუხებს, ეგ პირველი კი არაა, მაგრამ ყოველ დღე მინდა დავწერო წერილი და გავჩხირო შუშის საწმენდებში ))) მარა მერე ვიცი ის პატრონი რასაც იფიქრებს და მაგ იდეას ვდებ ყოველ დღე შემდეგისთვის ))))
სანამ პატრონს არ დააწინაურებენ და დაწესებულების შიდა ავტოსადგომზე არ შეიყვანს, მგონი მანამდე მაგ იდეას განხორციელება არ უწერია.. და მერე ხო საერთოდ )))) აი პირველი გაუჩინარების დროს, ვიფიქრე, როგორც კი გამოჩნდება, სულ პატარა, ფერად ფუცელზე დავწერ თქო.. მერე იმდენი აზრები იმ პატარა ფურცელზე ვერ დავატიე და გადავიფიქრე )))
მოკლედ მაგარ დღეში ვარ.. ეს ნიშნები დამღუპავს)))
არა და როგორ მიხარია, ყოველ გავლა გამოვლაზე ლამაზად რომ მიღიმის და იმედს მაძლევს...
აუ აუ აუ ძალიან მაგარია მასე წერილის დატოვება : ) მე ორჯერ მაქვს დატოვებული : )
ReplyDeleteერთხელ დავაწერე-”უმაგრესი მანქანაა , ფაქტიურად მშურს”
და მეორედ პომადით შუშაზე - მაგრამ რა დავაწერეთ არ მახსოვს : )
neta werilebi damaxvedron, pirddapir kapotze mikawraven lentebs da zoros nishnebs :(
ReplyDeleteმარო შენ ჩემზე გიჟი ხარ)))
ReplyDeleteკუდა, ეტყობა შენი მანქანა ისეთ გრძნობებს არ იწვევს როგორც ეს )))
სასწაულად მჯერა მაგ ნიშნების :)
ReplyDeleteერთი ფილმია იქედან ავიკვიატე რომ არსებობს და ვაკვირდებოდი და
მერე ძალიან ხშირად დამეხმარნენ :)
სულელი ნიშნები ხანდახან მეთამაშებიან ხოლმე
Fools rush in<< ასე ჰქვია ფილმს ;)
მე სახლში მიბრუნება არ მიყვარს, ის დღე ყოველთვის ცუდია, ამიტომ რაც არ უნდა დამრჩეს, აღარ ვბრუნდები ხოლმე :)
ReplyDeleteრა საყვარელია მანქანის ამბავი :))
მანქანის ამბავმა ძალიააან კარგ განწყობაზე დამაყება :) დაუტოვებ თუ არ დაუტოვებ წერილს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა ვინმეს რომ ეთქვა შენი მანქანა (და გინდაც რამე სხვა)კარგ ხასიათზე მაყენებსო :)
ReplyDeleteთქვენ იქით მიბიძგებთ რომ მანქანის საქარე მინაში ერთხელაც კარგად გამომცხვარი წერილი დავახვედრო პატრონს : )))))
ReplyDeleteმე ბეჭედი უფრო მცდის ხოლმე
და ამის გამო ძალიან დაკვირვებული გავხდი : ))
კუდას ნაჩუქარი ბეჭედი საბედისწერო ხდება ნელნელა ))))))))
მე ძალიან მინდა რომ გოგომ მიაფსას ჩემი მანქანის საბურავს ჩემიანი გახდება იმ წუთიდან :)
ReplyDeleteeuF :s
ReplyDelete