Saturday, October 09, 2010

ვონა რაით ბათ ქენთ, fuck!

მომბეზრდა ძველი დიზაინი..
შევცვალე...
ჯერ კიდე ძიებაში ვარ, არ ვიცი რამდენჯერ შეიცვლის სახეს..
მაგრამ ფაქტია, ამ წუთას ზუსტად ამ ხასიათზე ვარ..
თეთრი ფურცლიდან ვიწყებ..
არა მარტო აქ.. ზოგადად!



***
თეთრი ფერი მიყვარს.. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა.. ალბათ ამდენი შავი ფერის მერე ეს უფრო ახლოს დადგა ჩემ ხასიათთან..
ზოგადად თეთრი სინათლის ფერია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში თეთრი გლოვის ფერადაც აღიქმება... მაგალიტად ინდოეთში, თეთრი გლოვის ფერია...
არადა ჩემთვის სულ სხვა დატვირთვა აქვს, ახლის, საწყისის...

მოკლედ სიტყვა გამიგრძელდა.. რატომღაც ძალიან მივაგდე ჩემი საყვარელი ბლოგი ამ ბოლო დროს.. არა და წერა მინდა, როცა დრო მაქვს მინდა დავჯდე და რამე შევჩივლო, ან მოვუყვე ან სულაც ველაპარეაკო უბრალოდ.. მაგრამ ვჯდები და სიტყვა თითებზე შეშდება... აზრი მეფანტება.. მანამდე კი ათას იდეას ვხარშავ და ვალაგებ თავში, მერე ვიფიქრებ აი მივალ ეხა დავჯდები დავწერ, მაგრამ რად გინდა.. ეგრევე სუფთა ფურცელი იშლება, ისევ თეთრი და ფითქინა ხდება ჩემი გონება და მომენტალურად ვთიშავ ბლოგს.. იქნებ გავიხსენო რის დაწერფას ვაპირებდის ვარიანტში.... მაგრამ მერე სხვა საიტები ჩნდება ეკრანზე და ბლოგიც რომელ ხარისხში გადადის მხოლოდ უკვე მე თვითონ აღარ ვიცი..

არა და მიყვარს ეს უპატრონო :უსერ:


ვონა რაით ბათ ქენთ ფაქ!

4 comments:

  1. მირ, რა კარგია ახალი დიზაინი :) ხოდა, წერე რა! ისე მიყვარს შენი პოსტების კითხვა.. თან ძველი დრო მახსენდება ხოლმე, იმედის ფორუმი, და გული მწყდება რომ ყველაფერი ასე მოულოდნელად და უცბად დამთავრდა.

    ReplyDelete
  2. ვწერო?
    რა?
    ვერ ნახე რა დავწერე ზემოთ? ))
    იმედი მეც მომენატრა კაი დრო იყო ძალიან ))

    ReplyDelete
  3. მე ყოველთვის მიხარია ეს ბლოგი. ყოველთვის ველოდები ხოლმე ახალ პოსტებს. დაჟე იმ დღეს ვფიქრობდი ნეტავ მირა რას შვრებამეთქი.

    ReplyDelete
  4. მეც მინდა ახლის წერა, მარა როგორც ავღნიშნე უშედეგოდ მთავრდება ყველა ჩემი მცდელობა...

    მონახაზი უნდა გავაკეთო ხოლმე ალბათ სადმე სხვაგან, თორე ამას რომ ვხსნი ეგრევე აზრები მეფანტება :)))))

    ReplyDelete