Monday, June 23, 2008

35 წუთი სამსახურამდე

ჯერ ელოდები, ელოდები..
მერე თუ მოვა და დასაჯდომი ადგილიც თუ იქნა მადლობა უნდა შესწირო მგზავრს, რომელმაც შენზე ადრე არ გაიღვიძა, სახლიდან ადრე არ გამოვიდა და მარშუტკის ხელის აქნევაში არ დაგასწრო(!) თუ დაგხვდა ადგილი ხო კაი, თუ არადა უარეს შემთხვევაში სუუულ უკან, გრძელ სკამზე მოგიწია დაჯდომა, ისიც ნახევარი უკანალით, მერე მთელი გზა იმაზე რომ უნდა იწვალო, როგორმე უკანალის მეორე ნახევარიც ჩააკვეხო გაზულუქებულ, ყურებშინაუშნიკგაჩრილ ახალგაზრდას, რომლის გვერდით ღიპიანი ტიპი ზის და სულაც არ ანაღვლებს რომ მის ნახევარ ბარძაყზე უკანალის მეორე ნახევრის ერთი მეოთხედი გიდევს..
თუ გაგიმართლა და ორრიგად ჩამწკრივებულ სკამზე მოგიწია ჯდომამ, უკეთეს შემთხვევაში ფანჯრის მხარეს ხო კაი, არაუშავს, ცოტა ჰაერს მაინც ჩაყლაპავ როგორმე, თუ არადა მოგეტმასნებიან გზადაგზა მძღოლის მიერ ფეხსაცმლის მაშველით ჩატენილი მგზავრები ზოგი ტრაკით, ზოგი ბარძაყით, მუცლით, ძუძუთი და თუ სიმაღლემაც შეუწყო ხელი ხო საერთოდ ყურში გასუნთქებენ ნივრიანი პირით..
ამ დროს კი შენი ხელი იმ ფანტაზიაგამდიდრებული ძაღლის იმიტაციურ მდედრს გაგონებს, რომლებსაც ფანტაზიაგაღვიძებული და ატეხილი ძაღლები მიადგებიან და სექსუალური აქტის ინსცენირებას აკეთებსნ შენს ფეხზე... ამაზრზენი კადრია დამეთანხმებით
მერე სუნები?! სუნებზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ათასსურნელოვანი ადამიანი და შენი საწყალი მგრძნობიარე ცხვირი ცხვირის მოტეხვა მოგინდება ზოგჯერ, გადამალვა, მერე კი ამოსუნთვა, როცა ამ კოშმარს თავს დააღწევ!
მერე ნელნელა იწყება დაცლა, ჰაერიც თითქოს იწმინდება და შესაძლებელი ხდება სუნთქვა, მაგრამ საბოლოო დანიშნულებამდე და შვებით ამოსუნთქვამდე კიდევ რჩება წუთები.
და ბოლოს ისე გიხარია სამსახურში მისვლა, თითქოს მშობლიურ დედას ეკრობოდე გულში!

არა და მაინც რომ გიწევს ყოველ დილით 35 წუთი კოშმარში ყოფნა?!
როდის გვეშველება?

9 comments:

  1. რა ძლიერ ნაცნობი სიტუაცია
    კაააააააააააააააააააშმარ : (((

    ReplyDelete
  2. ფუF! რატო წავიკითხე?:))) საშინელებაა! ძალიან ვწუხვარ (ანუ მოგისამძიმრე):)

    ReplyDelete
  3. დაგლიჯა, მაგარი აღწერა იყო :)))

    ReplyDelete
  4. მაგ კოშმარში მიწევს ყოველ დილით მგზავრობა, როგორ გინდა ერთხელ მაინც რომ არ ამოხეთქოს :უსერ:

    ReplyDelete
  5. მე ვიყავი მასე მაღლივში სიარულისას, 3 ტრანსპორტს ვიცვლიდი სულ. ახლა პრინციპში ნაკლებად მაწუხებს ეგ პრობლემა.

    ReplyDelete
  6. ჩემი პიპია მინდა მე :user:

    ReplyDelete
  7. 1 ზაპო იყიდე სადღც 500$ ღირს მგონი..

    :chups: :))

    ReplyDelete
  8. Anonymous9:54 AM

    როდის გვეშველება და როცა უიმედო იმედს უკანალიდან ცოტა აქეთ გადმოიტანენ :D


    თუ მანდ აღარ ხარ?

    ReplyDelete