Tuesday, May 07, 2013

უსათაურო ბოდვანი

იმდენ რაღაცაზე ვფიქრობ სულ, წიგნებს რომ არ ვკითხულობდე ალბათ თავი გამისკდებოდა... ეს კი ერთადერთი საშუალებაა ფიქრებისგან თავის დასაღწევად.. არ მინდა რა, მეზარება, დავიღალე უკვე!!.. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის მეშინია ვა!.. ხომ შეიძლება რამდენიმე წუთით პრობლემების განზე გადადება და საკუთარი ტვინის დასვენება?
ხო და გამოსავალიც ვიპოვე: ჯერ ერთი კითხვაზე ჭკუა მეკეტება, და მეორე, ფიქრებისგან თავის დაღწევის საუკეთესო და სასარგებლო საშუალებაა..
ავიღებ რამეს, სულ ერთია, მთავარი და აუცილებელისა შავით თეთრზე ეწეროს, ჩავრგავ თავს შიგნით და სულმოუთქმელად ვიკარგები მის წიაღში. და თუ ის ისეთი საინტერესოც აღმოჩნდება, როგორც სელინჯერი ამბობს, - "წიგნი ისეთი უნდა იყოს, რო ჩაათავებ, გინდა რო მაგის დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს და როცა გინდა დაურეკავ, თუნდაც შუაღამისას და შენ გემოზე ებაზრები" ამაზე დიდ სიამოვნებას ალბათ ვერაფრით მიიღებ.

ეგ კი არა და სულ სხვა რაღაცის დასაწერად შემოვედი, მაგრამ მთავარი აზრი დამებნა..

სამსახურიდან რომ გამოვედი დღეს საკმაოდ გემრიელად წვიმდა, კიდევ კაი იქვე დგას ჩემი უბნისკენ მომავალი მარშუტკები.. შევიყუჟე გემრიელად სკამზე, ყურებში მუსიკა ჩავირთე, წიგნი გადავშალე.. კინაღამ ასახვევს გავცდი კითხვას შეყოლილი.. მერე ქუჩაზე რომ ამოვდიოდი,ვფიქრობდი აი წერეთელზე თხლეშა წვიმა რომ იყო, ნეტა აქაურობა რატოა ასეთი მშრალი თქო.. მარა მერე გამიხარდა, არც ქოლგა მქონდა და არც ჟაკეტი, მივხვდი რომ დასველება არ გამისწორდებოდა ის ერთ თხელ და გაქუცულ მაიკაში...თან ვერ ვიტან ქოლგებს :| 

მერე იმასაც ვფიქრობდი, სამსახურში გადმოწერილი ჩემი ფილმი ფლეშკის არ ქონის გამო რომ დამრჩა.. ნუ არა უშავს დღეს ჩანთაში ჩავიგდებ და ხვალ სახლში გემრიელად ჩავუჯდები.. თუმცა სიამოვნებით ვნახავდი დღესაც... 
ნუ არ გამოვიდა, მაგისთვის თავს ვერ მოიკლავს ადამიანი..

და მაინც ვფიქრობ რომ რასაც ვფიქრობ ყველაფერს აქ ვერ გადმოვიტან! 
რადგან არსებობს თემები, რომელიც შენია და მხოლოდ შენთან დარჩებიან ბოლომდე!..

აუ როგორ მიყვარს საიდუმლოებები!
რამდენი ხანია ჩემებთან არ მისაუბრია.. მომენატრნენ! 

ამ დღეებზე ვფიქრობდი.. სასაფლაოებზე სიარული ვის უყვარს, მარა მე განსაკუთრებით მაქვს შეჯავრებული.. ამასთან დაკავშირებით ბევრიც მიფიქრია, აი ასე რომ ყოფილიყო... სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი,.. რომ... მაგრამ ეს "რომ" მაინც არაა ჩემ ხელში! ის თუ არა სხვა საშინელება მაინც მოხდებოდა და ბარემ იყოს როგორც არის! მერჩივნა სხვანაირად მომხდარიყო, მაგრამ რადგან ასე მოხდა, დაე იყოს ისე როგორც არის დღეს... ამაზე კი სულ ერთი ფილმი მახსენდება ხოლმე, The butterfly effect. პირველად როცა ეს ფილმი ვნახე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი და არასდროს მიფიქრია ღრმად ამ ფილმზე, მაგრამ როცა კიდევ ერთხელ ვნახე უკვე მოგვიანებით, ზუსტად მაშინ დავიქრდი ამ ფილმის სიღრმეზე და მერე სულ ვფიქრობდი, რაც არ უნდა ცვალო წარსული, იდეალურად მაინც არაფერი იქნება! რაღაც მაინც იქნება დამახინჯებული და შეცვლილი, ამიტომ მოვეშვი თვითგვემას და ცხოვრება გავაგრძელე...

ფილმებზე თუ წავიდა, ახლახანს GMG ჰოლივუდზე თუ რომელიღაც არხზე Friend with benefits-ი გადიოდა და მაგაზეც ვიფიქრე რომ იდეალური ვარიანტია ადამიანისთვის.. თუმცა ბოლოს ისე მთავრდება როგორც კინოში, მაგრამ აი იმ დასასრულის მაგივრად ფინალი ისევე ისე გაგრძელებულიყო როგორც თავში, არც მაშინ დაშავდებოდა არაფერი...კიდე ნახავდა კაცი! :))

აი ამდენ ბოდიალს და ფიქრს, ხომ დამეთანხმებით რომ ნამდვილად ჯობია აიღო ერთი კარგი სქელტანიანი წიგნი, ჩარგო თავი შიგნით და არაფერზე იფიქრო?!
ჯობია, ნამდვილად ჯობია ამ ნაბოდვარს! :)

8 comments:

  1. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიყვარს.
    და არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს.
    ყურის თუ ცხვირის ქავილის დროს რომ ამბობენ, ვიღაც გახსენებსო, ხომ იცი??? აი მე არ გახსენებ "ვსლუხ", მაგრამ ხშირად ვფიქრობ შენზე და ზევით დაწერილი ლოგიკით შენ ყური თუ ცხვირი მოგლეჯილი გექნებოდა უკვე.
    ძალიან მიყვარხარ! და არ მინდა ეს ცარიელ სიტყვებად ეწეროს აქ. მინდა მაშინაც ეწეროს და მაშინაც იკითხებოდეს, როდესაც შენი შვილი ნატალია დიდი იქნება. ასე 20-25 წლის მაგალითად. "გადაშლის" ამ ბლოგს და ეცოდინება, რომ დედამისი არ ბოდავდა ამ პოსტის დაწერისას და თუ ბოდავდა, იჯდა ერთი ადამიანი და ამ ბოდვას კითხულობდა. თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. პირიქით, სიამოვნებით და აი რაღაცნაირად ჩუპსსმაილურად.

    "The butterfly effect" მეც მაქვს ნანახი, ოღონდ მეორე. მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე და ალბათ მართლა სჯობს, რომ ცხოვრება განაგრძო. ლუსტრაციისთვის "The Vanilla Sky"-ც გამოდგება. ტომ კრუზის პერსონაჟის ასახვით.

    კი, წიგნები მართლა ფიქრს გაცილებს. აი დღეს ახალი წიგნი დავიწყე და რა ბედნიერებაა, რომ ფიქრისთვის არ მცალია. საერთოდ. არ მინდა, ფიქრების სამართავი ვიყო.
    Friend with benefits და კიდევ ნახე no strings attached ეგეც მაგ სტილშია. კარგია მსგავსი სიმარტივე.


    მოკლედ, მგონი სიტყვა გამიგრძელდა და თავი შეგაწყინე. თუ დალაპარაკება მოგინდა k84u.com ან მეილი kate@k84u.com ყოველთვის თბილად მიგიღებენ. ტელეფონიც იცი.
    გკოცნი <3

    ReplyDelete
    Replies
    1. არა, შენ რომ მიყვარხარ ტყუილია! აი თან თითქოს ხშირად არ ვსაუბრობთ, მარა ყველაზე მარტივად და საყვარლად მაინც შენთან გამომდის მეგობრობა. შენ კი ამბობ რთული და საშინელი ადამიანი ვარ და გეზიზღებით ყველასო, მარა აბა ეხლა შენ ჩემს გულში ჩაიხერე როგორ "მეზიზღები"?! :))
      ბლოგზე კომენტარები მიხარია, თანაც როგორი ხალხის! <3 თავი შემაწყინე არა ხახვი! :)))
      და ვანილა სქაი როგორ არ გამახსენდა, მართლა! :)
      და წიგნი მართლა აშორებს ფიქრებს.. მარა ხანდახან ( და არა ხშირად კიდე კაი) მაინც გამიტაცებს ხოლმე ფიქრები კითხვის დროს და მერე თავიდან მიწევს ჩამთავრებული გვერდების კითხვა.. რომ გამოვერკვევი ხოლმე, მერეღა ვხვდები რომ მხოლოდ ასოებს აღვიქვამ და არა მთლიან აზრს:))) როგორ მძულს ხოლმე ეგ მომენტი და იმ წუთას ისე ვერ ვიტან ჩემ ფიქრებს, წიგნს წომ მომწყვიტა, ლამის თავი შემოვახალო ხოლმე რამეს ))))

      Delete
    2. სულ მიყვარხარ. და გულში მიყვარხარ. ეს მაგარი გამოთქმა მაქვს აკვიატებული "გულში მიყვარხარ". ანუ ზედაპირულად არა-მეთქი, მაგას ვამბობ. შიგ გულში მყავხარ. მიყვარს ის მომენტი, როდესაც შენი სიცილი მიდგება ხოლმე თვალწინ. რომ იკრიჭები ხოლმე <3 ძალიან კარგი ადამიანი ხარ.

      "მერე თავიდან მიწევს ჩამთავრებული გვერდების კითხვა.."
      აააააა, რამდენჯერ მქონია და მეც როგორ ვერ ვიტან. და რამდენჯერ მაგ შემთხვევამ მაფიქრებინა, რომ წიგნზე ვერ ვორიენტირდი და ალბათ დებილი ვარ-მეთქი. საშინელი მომენტია.
      მეც ნერვები მეშლება ხოლმე საშინლად.

      Delete
    3. მეც მომწონს ეგ გამოთქმა და შეგრძნება ხომ უფრო ძაან! :)) მეც მიყვარხარ გულში ქეთ!! <3

      რა მაგარია ერთმანეთის რომ გვესმის ხოლმე :****

      Delete
  2. Anonymous12:13 PM

    hyperzet@gmail.com <3 u

    ReplyDelete
  3. მართლა ასეა – ფიქრებს გაურბიხარ წიგნით, კითხვის მერეც თავს გახსენებს წაკითხული და საბოლოოდ ეს ყველაფერი გეხმარება და გზრდის ადამიანს
    გზაში კითხვა <3

    ReplyDelete
    Replies
    1. გზრდის კი, ეგ ფაქტია.
      მარა ფიქრებს მაინც ვერ გაურბიზარ საბოლოოდ :/

      Delete
  4. best distance mba in india
    It can be a simple work to make a website architecture by utilizing instruments that may encourage you. Our activity is to discover the customer's needs, to listen his thought on the off chance that he needs something specifically.

    ReplyDelete